Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუმახერს მდგომარეობიდან გამოსვლის „მცირე, იმედისმომცემი“ ნიშნები აქვს


ცნობილი გერმანელი ავტომრბოლელის, მიხაელ შუმახერის პრესმდივნის ცნობით, გაჩნდა „მცირე, იმედისმომცემი“ ნიშნები, რომ „ფორმულა 1“-ის ჩემპიონი, რომელმაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო დეკემბერში საფრანგეთში თხილამურებით სრიალისას, შესძლებს კომიდან გამოსვლას. ოთხშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, 45 წლის შუმახერის ოჯახი „დარწმუნებულია“, რომ ის გამოვა მდგომარეობიდან. განცხადებაში დეტალები დაკონკრეტებული არ არის და მხოლოდ ნათქვამია, რომ ახლა „ყველა დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს“ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG