Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა ყოველ მესამე შვილზე დახმარების მიმღები რეგიონები


ყოველ მესამე შვილზე დახმარებას გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში მცხოვრები ოჯახები მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეხმაურება. "ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც დემოგრაფიას განსაზღვრავს, არის შობადობის ხელშეწყობა. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია შობადობის ფინანსური სტიმულირება. ჩვენ პირველი ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე დავიწყებთ ფინანსური დახმარების გაცემას. ეს იქნება ყოველთვიური დახმარება, რომელიც ბავშვს ორი წლის ასაკამდე გაჰყვება. მთლიანი ბიუჯეტი თავდაპირველად იქნება წელიწადში 4 მილიონი და შემდეგ - 8 მილიონი," განაცხადა მინისტრმა. პრემიერის ინიციატივის თანახმად, რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე ორ წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
XS
SM
MD
LG