Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აქვეყნებს „ინტერნეტის მტრების“ სიას


მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ოთხშაბათს გამოაქვეყნა „ინტერნეტის მტრების“ თავისი ყოველწლიური სია. დოკუმენტის გამოქვეყნება დაემთხვა კიბერ-ცენზურის საწინააღმდეგო მსოფლიო დღეს. სიის მიზანია ყურადღების მიქცევა „სამთავრობო უწყებებზე და სააგენტოებზე, რომლებიც ონლაინ ცენზურას აწესებენ და თვალთვალს მიმართავენ“. სიაში კვლავ რჩებიან მისი მუდმივი წევრები - ბელორუსია, ირანი, რუსეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი - თუმცა წელს სია რამდენიმე ახალ წევრსაც მოიცავს. ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის „მტრები“ ამჯერად უკვე იმ სამ დემოკრატიულ ქვეყანაშიც მოიძებნებიან, რომლებიც „ტრადიციულად გამოდიოდნენ გამოხატვის და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებების დამცველებად“ - კერძოდ აშშ-ში, ბრიტანეთსა და ინდოეთში. ანგარიშის მიხედვით, ამ სამი ქვეყნის გარკვეული სადაზვერვო უწყებები ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით „არაფრით ჩამოუვარდებიან მათ ანალოგებს ჩინეთში, რუსეთში, ირანსა და ბაჰრეინში“.
XS
SM
MD
LG