Accessibility links

logo-print

პროკურატურა აცხადებს, რომ არ აპირებს გიგი უგულავას დაპატიმრების მოთხოვნას


საქართველოს მთავარი პროკურატურა არ აპირებს სასამართლოს სთხოვოს გიგი უგულავას დაპატიმრება. ეს ოთხშაბათს რადიო თავისუფლებას აცნობა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა. „ჩვენ არც ვაპირებდით ასეთი წინადადებით გამოსვლას. ამას არც შემდეგ სხდომაზე გავაკეთებთ“ - განაცხადა პროკურორმა ოთხშაბათს, უგულავას საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომის შემდეგ. შიში, რომ პროკურატურას შესაძლოა სასამართლოს მსვლელობის პერიოდში თბილისის ყოფილი მერის დაპატიმრება მოეთხოვა, გაჩნდა მას შემდეგ, რაც უგულავას ადვოკატებმა ახლახან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც ბრალდებული დაკითხვაზე არ გამოცხადდა და ამით დაარღვია პირობა, რომელიც იანვარში მის თავდებით განთავისუფლებას დაედო საფუძვლად.
XS
SM
MD
LG