Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა კიდევ გადაიდო


კიდევ ერთხელ გადაიდო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის. შეხვედრა თავდაპირველად 4-5 მარტს იგეგმებოდა პრაღაში, შემდეგ ის 14 მარტს გადაიტანეს. ახლა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ის კიდევ ერთხელ გადაიდო. ეს გადაწყვეტილება ქართველმა და რუსმა დიპლომატებმა 11 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს, რომლის ფარგლებშიც მხარეები შეხვედრის „უახლოეს რამდენიმე კვირაში“ გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ; შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება. „საუბრის დროს დადასტურდა ქართულ–რუსული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა“, - აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.
XS
SM
MD
LG