Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ წერეთელი უარყოფს მის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი წერილის ხელმოწერას


ზურაბ წერეთლის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი წერილის ხელმოწერას უარყოფს მისი თანაშემწე სერგი შაგულაშვილი. მან სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ზურაბ წერეთელი პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტებს ხელს არასდროს აწერს. შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა წერეთლის გვარი რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წერილის ხელმომწერთა შორის, თანაშემწემ უპასუხა, რომ ზურაბ წერეთელი სამინისტრომ შეიყვანა სიაში, თუმცა მას ხელი არ მოუწერია. სერგი შაგულაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბ წერეთელი ამჟამად იუნესკოში იმყოფება და სიაში შეტანის თაობაზე პირადად მისი რეაქცია მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა.
XS
SM
MD
LG