Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და პოლონეთი თანხმდებიან უკრაინასთან შეთანხმების სწრაფად გაფორმების საჭიროებაზე


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირმა და უკრაინამ ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი შესაძლოა უკვე მომავალ კვირას, ევროკავშირის სამიტზე გააფორმონ. ტუსკი ამ განცხადებით გამოვიდა ვარშავაში, გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მერკელის თქმით, ევროკავშირი რუსეთს უფრო მკაცრ სანქციებს დაუწესებს, თუკი მოსკოვი არ გამოავლენს ნებას მონაწილეობა მიიღოს „საკონტაქტო ჯგუფში“, უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრის მიზნით. მერკელის თქმით, თუ მოსკოვი ნაბიჯებს არ გადადგამს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეადგენენ სანქციებს, მათ შორის ვიზების აკრძალვას და აქტივების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხს აგებენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე. ევროკავშირის ლიდერები სანქციებს მომავალ ხუთშაბათს დანიშნულ სამიტზე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG