Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ უშედეგოდ გრძელდება გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები


მალაიზიისა და ვიეტნამის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელთა თანახმად, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ნაწილები არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩინეთის კუთვნილმა თანამგზავრმა რამდენიმე ამოუცნობი ობიექტი დააფიქსირა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანამგზავრის მიერ 9 მარტს გადაღებულ სურათებზე ჩანს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ვიეტნამის სამხრეთ სანაპიროსა და მალაიზიის აღმოსავლეთით მოდრეიფე მსხვილი საგნები, რომელთაგან ყველაზე მსხვილის სიგრძე 24, ხოლო სიგანე 22 მეტრია. „ბოინგ-777“, რომელიც რეისს კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა, შაბათს დაიკარგა ისე, რომ ფრენის პრობლემების, კურსის შეცვლის ან სხვა გასაჭირის შესახებ სიგნალი არ გაუვრცელებია. დისპეტჩერებთან ბოლო კონტაქტის მომენტში ავიალაინერი მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროდან 220 კილომეტრში იყო. თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. მასშტაბების თვალსაზრისით უპრეცედენტო სამძებრო სამუშაოები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG