Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი გმობს ისრაელზე ღაზიდან მოწყობილ თავდასხმებს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო ისრაელზე ღაზის სექტორიდან მოწყობილი სარაკეტო იერიშები. ამასთან, ბან კი მუნმა ყველა მხარეს მოუწოდა მაქსიმალური თავშეკავებისაკენ, რათა თავიდან აიცილონ ინციდენტები, რომლებსაც შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვეს. ამასობაში, პალესტინელების ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ისრაელისაგან მოითხოვა ღაზის სექტორში „სამხედრო ესკალაციისათვის ბოლოს მოღება“. ისრაელის სამხედროების თქმით, მათ 29 ობიექტი დაბომბეს ღაზის სექტორში მას შემდეგ, რაც პალესტინელმა ექსტრემისტებმა 60 რაკეტა ესროლეს ისრაელის ზღვისპირა რეგიონს. სარაკეტო იერიშებს, ისრაელის პოლიციის ცნბით, მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათზე პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა „ისლამურმა ჯიჰადმა“, რომლის სამი წევრიც წინა დღეს დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის იერიშის შედეგად.
XS
SM
MD
LG