Accessibility links

logo-print

მალაიზია უარყოფს ცნობას, რომ თვითმფრინავმა დიდხანს იფრინა რადარებიდან გაუჩინარების შემდეგ


მალაიზია უარყოფს ინფორმაციას მტკიცებულებებზე, რომ მალაიზიის ავიაკომპანიის დაკარგულმა სამგზავრო თვითმფრინავმა შესაძლოა კიდევ რამდენიმე საათი იფრინა რადარებიდან გაუჩინარების შემდეგ. ტრანსპორტის მინისტრმა ჰიშამუდინ ჰუსეინმა „უზუსტო“ უწოდა გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ამ ინფორმაციას. „ბოინგ-777“ ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით, შაბათს დაიკარგა. მას ვერ პოულობენ ინტენსიური ძებნის მიუხედავად. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ მიხედვით, თვითმფრინავის ძრავებიდან ავტომატურად გაგზავნილი მონაცემები აჩვენებს, რომ „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავი დაახლოებით ხუთი საათი დარჩა ჰაერში რადარების მიერ მისი ბოლოს დაფიქსირების შემდეგ. მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა უარყო ასევე ინფორმაცია, რომ ჩინეთის თანამგზავრის მიერ გადაღებულ სურათებზე ჩანს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოდრეიფე მსხვილი საგნები, რომლებიც შესაძლოა, თვითმფრინავის ნამსხვრევები იყოს. მინისტრის თქმით, ჩინეთმა „შეცდომით“ გამოაქვეყნა ეს სურათები.
XS
SM
MD
LG