Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას


საქართველო უაღრესად წუხს იმის გამო, რაც დღეს უკრაინაში ხდება - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას და პატივს სცემს მის არჩევანს, ააშენოს ევროპული, დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყანა. „ჩვენ ვგმობთ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნებისმიერ ხელყოფას, რაც საქართველოს, როგორც უკრაინის მეგობარი ქვეყნის მტკიცე პოზიციაა და არ ვაპირებ ვინმეს გავეჯიბრო უბრალოდ მყვირალა და რადიკალურ განცხადებებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ნებისმიერ საკითხში უნდა ჰქონდეს პრაგმატული, გონივრული და ამავდროულად მტკიცე პოზიცია.
XS
SM
MD
LG