Accessibility links

სამინისტროს ინფორმაციით, გურამ ოდიშარია თანამდებობას არ ტოვებს


საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ მინისტრი გურამ ოდიშარია თანამდებობას ტოვებს. სააგენტო GHN-მა „ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ გურამ ოდიშარია ოფიციალურად იმყოფება შვებულებაში, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ სამსახურში აღარ დაბრუნდება და ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე კულტურის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გურამ ოდიშარია მართლაც შვებულებაშია, თუმცა მინისტრის გადადგომა არ დაადასტურა.
XS
SM
MD
LG