Accessibility links

logo-print

სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტს


გერმანიაში სასამართლომ სამნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა გერმანიის მრავალგზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბის, მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტს, წარსულში ცნობილ ფეხუბრთელ ული ჰიონესს. ის დამნაშავედ ცნეს 27,2 მლნ ევროს გადასახადებისთვის თავის არიდებაში. 62 წლის ჰიონესის ადვოკატები განაჩენის შერბილებას ითხოვდნენ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათმა კლიენტმა შარშან თვითონ გაამხილა ინფორმაცია გადასახადებისათვის თავის არიდებს შესახებ. ჰიონესის საქმე საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს გერმანიაში.
XS
SM
MD
LG