Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი


საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დააკავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ ხუთშაბათს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ გამოტანილია დადგენილება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ. საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს თბილისში, „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდა მოკლეს.
XS
SM
MD
LG