Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში დააკავეს უკრაინელი ოლიგარქი, დმიტრი ფირტაში


ავსტრიის პოლიციამ დააკავა უკრაინელი ოლიგარქი დმიტრი ფირტაში, რომელზეც აშშ-ს ძებნა აქვს გამოცხადებული მექრთამეობასა და ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანის საფუძველზე. 48 წლის ფირტაში უკრაინის დამხობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ის ოთხშაბათ საღამოს, ვენაში დააპატიმრეს. ფირტაშს - ერთ-ერთ უმდიდრეს უკრაინელს - მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან. მისი შემოსავლის წყაროდ ითვლება გაზის, მედიის და საბანკო სექტორის ბიზნესი.
XS
SM
MD
LG