Accessibility links

logo-print

ვერშბოუ: ნატოს ყველა წევრი მიიჩნევს ყირიმში რეფერენდუმს უკანონოდ და უკრაინის კონსტიტუციის დარღვევად


ნატოს ყველა წევრი მიიჩნევს ყირიმში 16 მარტის რეფერენდუმს უკანონოდ და უკრაინის კონსტიტუციის დარღვევად, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ, რომელმაც ინტერვიუ მისცა სააგენტო ინტერფაქსს. დიპლომატის თქმით, რეფერენდუმის ჩატარება ვერ მისცემს კანონიერ საფუძველს ყირიმის უკრაინისგან გამოყოფას და რუსეთისთვის შეერთებას. ვერშბოუს აზრით, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ვალდებულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობა. ვერშბოუმ განაცხადა, რომ კოსოვოს და ყირიმის შედარება შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG