Accessibility links

ეუთო: რუსეთი შეიძლება ეუთოს მისიას დათანხმდეს


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის განცხადებით, რუსეთმა შეიცვალა პოზიცია და ახლა ემხრობა გეგმას, გაიგზავნოს ეუთოს სამეთვალყურეო მისია უკრაინაში, ყირიმის ჩათვლით. შვეიცარიის ელჩ თომას გრემინგერის შეფასებით, ეს შეიძლება „დიდი ნაბიჯი“ იყო წინ. თუმცა, მან განმარტა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ხუთშაბათს მხოლოდ დაიწყო. რუსეთი ერთადერთია ეუთოს 57 წევრს შორის, რომელიც არ იყო მზად, შვეიცარიის წინადადებით წარმოდგენილი ასეთი მისის, გაგზავნის თეგმა განეხილა. სამეთვალყურეო მისია უნდა გამოეყოს სამხედრო მისიას, რომელიც უკრანაში ახლა მოქმედებს. დასავლელმა ინკოგნიტო დიპლომატმა განუცხადა „დე-პე-ა-ს“ , რომ რუსეთმა მისიის მანდატის თაობაზე დოკუმენტის შვეიცარიის ვერსიაში ცვლილებები მოითხოვა. ეუთოს სამხედრო მისიას უარი უთხრეს გასულ კვირაში ყირიმის ტერიტორიაზე შესლვაზე.
XS
SM
MD
LG