Accessibility links

logo-print

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვარდნა დაფიქსირდა უკრაინის კრიზისის გამო


ამერიკის შერთებული შტატების საფონფო ბირჟებზე ოთხშაბათს ვაჭრობა ძირითადი ინდექსების შესამჩნევი ვარდნით დასრულდა. „დოუ ჯონსის“ ინდექსი, რომელიც შეერთებული შტატების 30-ზე მეტ უდიდეს კორპორაციას მოიცავს, 231 პუნქტით დაეცა, ანუ თითქმის ერთნახევარი პროცენტით. სპეციალისტების აზრით, ბაზარზე უარყოფითი გავლენა იქონია უკრაინაში გართულებულმა სიტუაციამ, რომელიც 16 მარტს ყირიმის სტატუსის თაობაზე დაგეგმილი რეფერენდუმის გამართვას უკავშირდება. ტელეკომპანია „სიბიესის“ საინფორმაცია სამსახური იუწყება, რომ ინვესტორებმა დაიწყეს აქციების გაყიდვა მაშინვე, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიწყო ახალი სამხედრო სწავლებები უკრაინის საზღვართან ახლოს.
XS
SM
MD
LG