Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა


კრემლის განცხადებით, ჰაკერებმა ძლიერი შეტევა მოაწყეს რუსეთის პრეზიდენტის ვებსაიტზე. კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, DDoS ტიპის შეტევის შედეგად რამდენიმეჯერ შეწყვიტა ფუნქციონირება პრეზიდენტის ვებსაიტმა და მიმართავენ ზომებს პრობლემის მოსაგვარებლად. ჰაკერული შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის ცენტრალური ბანკიც. შეტევებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის მთავრობამ აკრძალა კრემლის მიმართ კრიტიკით ცნობილი ოთხი ვებსაიტი, მათ შორის გრანი.რუ და კასპაროვ.რუ. რუსეთის საკომუნიკაციო სააგენტოს განმარტებით, ვებსაიტები დაიბლოკა ადამიანების უკანონო ქმედებებისაკენ და არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისაკენ წაქეზების გამო. დაიბლოკა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ვებსაიტიც - ოფიციალური განმარტებით იმის გამო, რომ ნავალნიმ დაარღვია ამჟამინდელი, შინა პატიმრობის პირობები.
XS
SM
MD
LG