Accessibility links

მოსკოვი: დონეცკში ძალადობა აჩვენებს, რომ კიევი კარგავს ვითარებაზე კონტროლს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობა ცხადჰყოფს, რომ კიევი კარგავს კონტროლს და შესაბამისად, რუსეთი იტოვებს უფლებას, დაიცვას თავისი მოქალაქეები უკრაინაში. რუსეთის საგარეო უწყება პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში ასახელებს დონეცკში 13 მარტის „ტრაგიკულ მოვლენებს, როცა სისხლი დაიღვარა“. ძალადობაში ის რადიკალ მემარჯვენეებს ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებით, რადიკალების ჯგუფები თავს დაესხნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ატარებდნენ აქციას უკრაინის თვითმარქვია ხელისუფალთა წინააღმდეგ. საგარეო უწყება როგორც აღნიშნავს, „რუსეთი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას თანამოქალაქეებსა და თანამემამულეებზე უკრაინაში და იტოვებს უფლებას, დაიცვას ეს ხალხი“. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ დონეცკში ძალადობამ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თავის მხრივ, ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პირი, რომელიც დონეცკში ცივი იარაღით მოკლეს, მათი აქციის მონაწილე იყო.
XS
SM
MD
LG