Accessibility links

logo-print

ექსპერტები სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ


თბილისში პრესკონფერენცია ჩაატარეს ექსპერტებმა, რომლებიც საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებით გაცემულ დასკვნას ეწინააღმდეგებიან. 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კომპანია RMG Gold-ს ნებას აძლევს აღნიშნულ ტერიტორიაზე მადნის მოპოვების სამუშაოები განაახლოს. სამუშაოების განახლებას ეწინააღმდეგება საზოგადოების ნაწილი და აცხადებს, რომ ამავე ტერიტორიაზე არსებობს ოქროს უძველესი საბადო, რომელიც შესაძლოა განადგურდეს. ამჯერად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაწერა დასკვნა, რომ ამ ტერიტორიაზე უძველესი ოქროს საბადოს არსებობა არ დასტურდება. ექსპერტთა ნაწილი აღნიშნულ დასკვნას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება RMG Gold-თან უკანონო გარიგებაზე წავიდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG