Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო უკრაინაში აგზავნის ადამიანის უფლებათა მეთვალყურეებს


გაერო ადამიანის უფლებათა მეთვალყურეებს აგზავნის უკრაინაში - მის სხვადასხვა რეგიონში, ყირიმის ჩათვლით - ადამიანის უფლებების დარღვევაზე გაკეთებული განცხადებების შესამოწმებლად. გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ივან სიმონოვიჩმა პარასკევს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც უკრაინაში მეთვალყურეების განთავსება აუცილებელია ურთიერთასწინააღმდეგო ცნობებში გასარკვევად. სიმონოვიჩი გამოთქვამს შეშფოთებას ბრალდებებით გადამეტებული ძალის გამოყენების და მკვლელობების, ისევე როგორც სნაიპერების მოქმედების, წამების, ადამიანების გაუჩინარების და მათი უკანონო დაკავების შესახებ. რუსეთი ყირიმში სამხედრო ინტერვენციისათვის იყენებს ბრალდებებს უკრაინის ტერიტორიაზე რუსებისა და რუსულენოვანების უფლებების დარღვევის შესახებ.
XS
SM
MD
LG