Accessibility links

logo-print

დათა ახალაია სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ


კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, მოსამართლემ ახალაია უდანაშაულოდ ცნო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებაში. 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა 3 პოლიციელის მიმართ სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დათა ახალაიასთან ერთად ბრალდებულ, კუდ-ის ყოფილ მაღალჩონოსნებს ოლეგ მელნიკოვს, გერონტი ალანიას და სოსო თოფურიძეს. მათგან საქართველოში პატიმრობაში იმყოფება მხოლოდ ოლეგ მელნიკოვი, დანარჩენების ადგილსამყოფელი კი უცნობია.
XS
SM
MD
LG