Accessibility links

logo-print

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ამ პოსტიდან გადადგა


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბის, მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი ამ პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას სამნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა გადასახადებისთვის თავის არიდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. 62 წლის ჰიონესმა სახელმწიფოს დაუმალა 27 მილიონამდე ევრო. ის არ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ჰიონესმა - წარსულში წარმატებულმა ფეხბურთელმა - 27 წლის ასაკში, მძიმე ტრავმის გამო შეწყვიტა თამაში და თავის კლუბში, „ბაიერნში“ შეუდგა მენეჯერად მუშაობას. 2009 წელს ის კლუბის პრეზიდენტი გახდა.
XS
SM
MD
LG