Accessibility links

logo-print

პაკისტანში 10 ადამიანი შეიწირა დანაღმული რიქშით მოწყობილმა აფეთქებამ


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა სამგზავრო ავტობუსთან აფეთქების შედეგად. აფეთქება პარასკევს მოეწყო სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ქუეტაში. ადგილობრივი პოლიციის უფროსის ცნობით, აფეთქება მოეწყო დანაღმული რიქშით და, როგორც ჩანს, მიმართული იყო უშიშროების ძალების წევრთა წინააღმდეგ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ბელუჯისტანის პროვინციაში, რომლის დედაქალაქიც არის ქუეტა, ხშირია ძალადობის აქტები.
XS
SM
MD
LG