Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი „პატივისცემით მოეკიდება ყირიმელი ხალხის ნებას“.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი „პატივისცემით მოეკიდება ყირიმელი ხალხის ნებას“. ლავროვი ამ განცხადებით პარასკევს, ლონდონში გამოვიდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზების ძიება, რუსეთთან მიერთების თაობაზე ყირიმში კვირას დანიშნული რეფერენდუმის ფონზე. ლავროვის თქმით, აშშ და რუსეთი „განსხვავებულ“ პოზიციებზე დგანან უკრაინასთან მიმართებით. ლავროვმა სანქციებს „კონტრპროდუქტიული“ უწოდა და განაცხადა, „კერი რუსეთს არაფრით არ დამუქრებიაო“. ამასთან, ლავროვის აზრით, თუკი კოსოვოს ისე მოეკიდნენ, როგორც „განსაკუთრებულ შემთხვევას“, მაშინ ყირიმიც იმსახურებს ამგვარ მოპყრობას. ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვი არ აპირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას. უფრო ადრე, თეთრ სახლში გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და თქვა, რომ კვლავაც აქვს უკრაინასთან მიმართებით დიპლომატიური გამოსავლის გამონახვის იმედი - თუმცა, ობამას თქმით, თუ ასეთი გამოსავალი არ გამოჩნდება, ამას რუსეთისთვის „შედეგები“ მოჰყვება.
XS
SM
MD
LG