Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკომ და ხოდორკოვსკიმ უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს


ყოფილმა რუსმა ოლიგარქმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ ბერლინის საავადმყოფოში მოინახულა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. ცნობების თანახმად, მათ ისაუბრეს კრიზისზე უკრაინაში, სადაც რუს სამხედროებს ოკუპირებული აქვთ ყირიმის ნახევარკუნძული. ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინის“ პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა. ტიმოშენკოს, რომელსაც ზურგის ტკივილი აწუხებს, ბერლინში მკურნალობენ მას შემდეგ, რაც მისი ციხიდან გათავისუფლება მოჰყვა უკრაინაში ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დამხობას. ტიმოშენკოსა და ხოდორკოვსკის საუბრის დეტალები უცნობია. კვირას ხოდორკოვსკი ეწვია კიევს, სადაც საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინის ახალ მთავრობას და რუსი ოფიციალური პირები დაადანაშაულა დაძაბულობის გამწვავებაში. ხოდორკოვსკი - ნავთობკომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელი - 2003 წელს დააპატიმრეს გადასახადების გადაუხდელობისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე. ის შარშან დეკემბერში, ამნისტიით გაათავისუფლეს პატიმრობიდან.
XS
SM
MD
LG