Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: საბა შარია

მე ცოცხალი ორგანიზმი ვარ და ვვითარდები. ვითარდება და იცვლება გარემოც ჩემს გარშემო. იცვლება სახელმწიფოც. არ ვგულისხმობ კონკრეტულად არც ერთს, თუმცა ისინიც იცვლებიან. იცვლება თვითონ კონცეპტი - სახელმწიფო. არ ვიცი ახალგაზრდული ცნობისმოყვარეობით მომდის თუ ველოსიპედის თავიდან გამოგონება მინდა, უბრალოდ ვეძებ პასუხებს. პასუხებს რომ ვიარო წინ, ახალი დედამიწისკენ. ამისათვის ყველაზე ეფექტური მაინც კითხვების დასმა მგონია. საიდან დაიწყო და ახლა სად არის? და სანამ ამას ვუპასუხებ, დავკონკრეტდები: სუბიექტურად მიმაჩნია რომ ხალხი ჩემს გარშემო სხვა რაღაცას წარმოიდგენს ხოლმე როცა სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკობს, მინდა ერთ სურათს ვხედავდეთ, თუნდაც სხვადასხვანაირად, გაგება ასე უფრო ადვილია.

თანამედროვე ნაცია-სახელმწიფოობის კონცეპტის ჩამოყალიბება მე- 13-ე საუკუნის ბრიტანეთში დაიწყო და თავის პიკს 1790-იან წლებში, საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში მიაღწია. იმ დროისათვის “ევროპული გაგებით, ნაციებად დაყოფა იყო უბრალოდ ბუნებრივი გადანაწილების შედეგი და არა ადამიანის სურვილის გამოხატვა”. საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში კი, მან ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ნაციიის განმარტვის ამ ვარიანტს დაემატა მეორე გაგება - სამშობლო, როგორც მამულეთი ანუ patrie. ამ ორი კონცეპტის გაერთიანებით, სადაც უპირველესი აღნიშნავდა ხალხის კარგად შეკავშირებულ, “გადაჯაჭვულ” მასას, ხოლო მეორე ტერიტორიისადმი ემოციურ კავშირსა და პოლიტიკურ ლოიალურობას, შეიქმნა ახალი კულტი ნაციისა - როგორც სამშობლოსი.

ნაციონალური ნარატივი რის გარშემოც მოხდებოდა ხალხის გაერთიანება განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, ეს ცალკე თემაა და ცალკე განხილვას საჭიროებს. საფრანგეთში კი, ნაციონალიზმის გაღვივება გამოიწვია, მართვის ქრისტიანულ სისტემასთან შეუგუებლობამ, ღმერთისა და მოკვდავი მმართველის განცალკევების საჭიროებამ. ფრანგებს უნდოდათ შეენარჩუნებინათ კონტროლო ღმერთის ხელდასმული მეფის გარეშე. ამას რევოლუციონერმა რაბაუტმა სპეციალური ნაშრომი ” ნაციონალური კონვენცია” მიუძღვნა. ის აქ აღწერდა 4 ეტაპიან პროგრამას რომელიც საჭირო იყო, ლინგვისტურად, კულტურულად და პოლიტიკურად დაყოფილი საფრანგეთის ერთ ერად ჩამოყალიბებისათვის. ის თვლიდა რომ განათლებით, საერთო ნაციონალური სიმბოლოების კულტის გაძლიერებით, პოლიტიკური საზღვრების რექტიფიკაციითა და უმცირესობათა, ან იდეის მოწინააღმდეგეთა დაშინებით, გარიცხვით, დასჯით, შეიძლებოდა ნაციის სახელმწიფოდ შეკვრა. მისი გეგმის ირონიული განვითარება ის იყო,რაბაუტი, ხალხისა და ნაციის მტრად რომ გამოაცხადეს და სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის გილიოტინაზე უხმეს. ცოტა არ იყოს ჰგავს ს.ს.რ.კ-ს მმართველთა მიეგ ახალი სახელმწიფოს შესაქმნელად გამოყენებულ მეთოდებს, მაგრამ ესეც სხვა თემაა და სხვა დროს. რევოლუციამ საფრანგეთში თავის მიზანს მაინც მიაღწია და პოსტ-რევოლუციურ სახელმწიფოში, მისი ნაციად მოწყობა არა ბუნებრივი პირობების არამედ ხალხის პოლიტიკური სურვილის შედეგი იყო.

აი ბრიტანელები კი, სხვა პრინციპიტ და სხვა ნარატივით - კონტინენტური ევროპელების წინააღმდეგ ( მტრის წინააღმდეგ) საერთო ფრონტის შესაქმნელად გაერთიანდნენ. მათი თვითიდენტიფიკაციის პრინციპი კი დაახლოებით ასე ჟღერდა : “ who we are not, defines who we are”. მე კი მგონია რომ ბრიტანელების ამგვარ გაერთიანებას საფუძველი დიდი ხანია გამოეცალა ( ევროპა მათი მტერი აღარ არის) და ბრიტანეთის დაშლის პირველი დიდი ნაბიჯი შოტლანდიის გამოყოფა იქნება, 2014 წლის დეკემბერში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე.

იმ ფუნდამენტის არ არსებობა რომელიც მოქალაქეებს ნაციად გააერთიანებს, მხოლოდ ბრიტანელების პრობლემა არ არის. ეს ყველა ნაცია-სახელმწიფოს პრობლემაა რადგან თავად ნაცია - წარმოსახვითი ტერმინია. როგორც ერნესტ გელლნერი ამბობს “ ნაციის კონცეპტი, ქმნის ამ გაერთიანებებს იქ სადაც ისინი არ არსებობენ”. ნაცია წარმოსახვითი ერთობაა მიზეზთა გამო: 1. ყველაზე პატარა ნაციის წარმომადგენლებიც კი, ( იშვიათი გამონაკლისების გარდა) ვერასდროს შეხვდებიან, ან დაელაპარაკებიან ამ ნაციის წარმომადგენლების უმრავლესობას, ამის მიუხედავად კი, მათ წარმოსახვაში ერთი სამშობლო არსებობს. პრობლემაც სწორედ ის არის რომ სამშობლო წარმოსახვითია, და ყველა მოქალაქის გონებაში სხვადასხვა გამოსახულება ჩანს, სხვადასხვა ტრადიციებით, კულტურით, შეხედულებით. ნაცია-სახელმწიფოებრიობის კონცეპტი კი მანამდე მუშაობს სანამ გვგონიია, რომ სხვებიც წარმოსახვაში იმავე სურათს ხედავენ, რასაც ჩვენ. 2. მოქალაქეების მიერ წარმოსახული ნაციის გამოსახულება (რაც ხშირად “ ერის სული” -ტერმინით მსმენია საქართველოში) რომც ემთხვეოდეს დანარჩენი მოქალაქეების წარმოსახვას, მას საზღვრები მაინც გააჩნია, რადგან ერთი ნაციის შემდეგ მეორე იწყება და არავის წარმოუდგენია თავი დედამიწურ ნაციად, ან სახელმწიფო -“დედამიწის” წევრად. ეს წარმოსახვითი კონცეპტი იმდენად ძლიერია რომ ნარკოტიკივით გვაბრუებს და მილიონობით ადამიანი ნებაყოფლობით შეეწირა ომებს სწორედ ნაცია-სახელმწიფოს მათეული წარმოსახვის დაცვისას.

ვფიქრობ რომ მცდარი წარმოსახვები, არ უდნა იყოს ქვაკუთხედი თანამედროვე სახელმწიფოს შენებისათვის. ამიტომაც არ მომწონს ნაცისტების გააქტიურება საფრანგეთში, საბერძნეთსა თუ რუსეთში. არც საქართველოში. ამასაც ამიტომ ვწერ, მე ჩემი პროტესტი მაქვს. მჯერა ახალი სახელმწიფოსი რომელიც ძალადობაზე არ იქნება დაფუძნებული. მჯერა რომ ნაცია-სახელმფიოებრივმა მოწყობამ დიდი ხანია ამოწურა თავისი თავი და ახალი კონცეპტია საჭირო. არ მინდა გლობალიზაცია და ეკონომიკური ზრდა გავრიო ჩემს ნაწერში. მჯერა რომ მის გარეშეც თანამედროვე სახელმწიფო და მისი მოქალაქე არ უდნა ეფუძნებოდეს ნაციებად დაყოფის პრინციპს,რომელიც ხალხს ნაციის მტრების სახელით ასამართლებს და ჩაგრავს. ვფიქრობ აღარ არის აუცილებელი საკუთარი თავისა თუ იდენტობის დეკლარირება ფორმულით: “ის ვინც არ ვარ განსაზღვრავს ვინ ვარ”. მოუსვენრად ვგრძნობ, რომ ახლა არის ახალი სახელმწიფოებრივი მოწყობის მე-13-ე საუკუნე, და მისი შედეგი არ ვიცი როდის, მაგრამ იქნება. მინდა მჯეროდეს რომ ახალ კონცეპტს ახლა ვქმნით, ერთობას რომელიც ეფუძნება ინდივიდებს, რომლებიც სოციალიზაციის პროცესის შედეგად იძენენ და ქმიან საკუთარ იდენტობას, და ამ იდენტობის შეცვლა შესაძლებელია ზრდასრულ ასაკშიც კი, ახალ საზოგადოებასთან ინტერაქციით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG