Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკების ლეგალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები


ავტორი: ლევან მჟავანაძე

ვაკოს ძალიან კარგად აქვს დასმული აქცენტები და ვფიქრობ კარგად მოახერხა გადმოეცა ის, რასაც ვფიქრობ დიდი ხანია. თუმცა არ ვაპირებ ამ თემის განვრცობას. ამჯერად მინდა ვისაუბრო ნარკოპოლიტიკაზე.
რატომ არ შეიძლება სრულად მოხდეს ნარკოტიკების კონტროლის აღება სახელმწიფოს მხრიდან?
თეორიულად დავუშვათ: სახელმწიფო ახდენს ნებისმიერი ნარკოტიკის მკაცრ კონტროლზე აყვანას. ნარკოდამოკიდებულებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შესაბამის ბაზაში, აძლევს სიმბოლურ ფასად ან თუნდაც უფასოდ ნარკოტიკებს. ამათი გამოყენება უნდა ხდებოდეს მკაცრად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბამის კლინიკაში ან სპეციალიზირებულ კაფეში (სახელმწიფოსთვის დამატებითი შემოსავალი იქნება ამ კლინიკის ან კაფის ლიცენზიის გაყიდვა, რომელიც საკმაოდ ძვირი იქნება, ე.წ. პერედოზიროვკის შემთხვევაში კი ეს ლიცენზია ჩამოერთმევა კლინიკას/კაფეს).
ნარკოდამოკიდებულებს უკრძალავს საჯარო სამსახურის დაკავებას, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლოში იქნება როგორც დამატებითი დამამძიმებელი გარემოება და გამოტანილი იქნება მაქსიმალურად დიდი სასჯელი.
თეორიულად ვთქვათ და ეს გააკეთა სახელმწიფომ, რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან?
დადებითი:
1. ხდება უშუალოდ ნარკოდილერებზე უდიდესი დარტყმა, თუ შეეძლება ნარკომომხმარებელს მიიღოს სადღაც 20 ლარად(!) უმაღლესი ხარისხის მაგალითად მორფინი, რომლის წარმოება სხვათა შორის ფარმაცევტულ კომპანიებს მინიმალური თანხა უჯდება (პაციენტზე ხარჯვის დროს საავადმყოფოში ანესთეზიის დროს ეს თანხა არის ორი ლარი!). ანუ ახლა თუ 200 ლარი ღირს მორფინი შავ ბაზარზე, კლიენტების დიდი ნაწილის დაკარგვის შემდეგ (ეს ნარკომომხმარებლები სახელმწიფოსგან თეთრებში მიიღებენ ამ ნარკოტიკს, რატომ გადაიხდიან 10-ჯერ მეტს?) ნარკოდილერი ან კატასტროფულად გააძვირებს არც ისე იაფიან ნარკოტიკს, ან უბრალოდ შეეშვება დილერობას.
2. ხდება ნარკომომხმარებლების დიდი ნაწილის მკაცრ კონტროლზე აყვანა, მათი დამცირების და არაადამიანური მოპყრობის გარეშე (რბილად რომ ვთქვათ პოლიციაში ღიმილით არ ეგებებიან დაკავებულებს).
3. შესაძლებელი ხდება ბევრად მკაცრი ნარკოპოლიტიკის გატარება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო როგორც მინიმუმი, ალტერნატივას სთავაზობს მომხმარებლებს, ნაცვლად დაკავებისა ან არანორმალურად დიდი ჯარიმისა, ნარკომომხმარებლებიდან კონტროლზე აყვანის წინააღმდეგი იქნება, მხოლოდ ის დიდი ფინანსური რესურსის მქონე კასტა, რომელიც არის ან აპირებს მაღალი თანამდებობის დაკავებას. ეს „ფულიანი ტიპები“ ადვოკატების, საპროცესო შეთანხმებისა და მრავალი მსგავსი მაქინაციის დახმარებით მშრალზე გამოდიან ისე, რომ ჯამში ორი დღეც არ უწევთ საპყრობილეში ყოფნა. იმ დროს, როდესაც მსგავსი ფინანსების არ მქონე ნარკომომხმარებლების მშობლები ზოგჯერ სახლსაც კი ყიდიან, რომ შვილი ციხეში არ გაუშვან.
4. ეს ყველაფერი, შესაძლებელი იქნება ტურიზმის ძალიან მაგარ წყაროდ აქციო შედარებით სუსტ ნარკოტიკზე.
მაგალითად: მარიხუანაზე, რომლის იაფად და რაც მთავარია ლეგალურად მოხმარებისთვის შეიძლება სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩამოვიდეს ტურისტი.
5. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ნარკომომხმარებლების ჯანმრთელობა. სავარაუდოდ ნაკლებად გავრცელდება ვენერული დაავადებები, აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტი... ხოლო ე. წ. კრაკადილის მომხმარებლები რეალურად აღარ იქნებიან, ვინ გაიკეთებს ცუდი ხარისხის ნარკოტიკს , როცა რამდენიმე ლარის განსხვავებით შეეძლებათ ბევრად უკეთესი სუფთა წამალი მიიღონ და თან ლეგალურად.
6. ნარკოტიკის შედეგად სიკვდილიანობა შემცირდება. ე.წ. „კაიფში გაპარვა“ ნარკომომხმარებლების გარდაცვალების ხშირი მიზეზია. ამის პრევენციაზე კი იზრუნებენ, აუცილებლად სპეციალისტი ექიმები ან/და მედდები, რომლებიც უშუალო კონტროლზე აიყვანენ ნარკოტიკის მიღების პროცესს.
7. შეიქმნება თუნდაც ათასიოდე დამატებითი სამუშაო ადგილი. სახელმწიფოში შევა არც ისე ცოტა ფული იმ ლიცენზიის გაყიდვით, რომლის მიხედვითაც დაწესებულებას უფლება ექნება მის ჭერქვეშ ნებადართული იყოს ნარკოტიკის მოხმარება. თუ ალკოჰოლიც იქნება ამ დაწესებულებაში, ანუ იქნება კაფის სახით, ლიცენზია იყოს 5-ჯერ ძვირი. ამ ლიცენზიას თვალის ჩინივით გაუფრთხილდება ნებისმიერი დაწესებულება მისი ღირებულების გამო.
დანარჩენი პლიუსების მოფიქრება მკითხველისთვის მიმინდია, ვფიქრობ კიდევ უნდა იყოს ისეთი მიზეზები, რომელიც წერის დროს არ მახსენდება. ასევე ჩამოვთვალოთ მინუსები.
უარყოფითი:
1. ძალაუნებურად მოიმატებს მომხმარებელთა რიცხვი, თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით პროცენტულად არც ისე ბევრად.
2. მორალური მხარე ამ ყველაფრის.
ვფიქრობ, სახელმწიფო თუ სწორად წარმართავს ანტინარკოტიკულ კამპანიას სკოლებსა და უნივერსიტეტებში ტრენინგების სახით და მაქსიმალურად გაამკაცრებს პოლიტიკას არარეგისტრირებული მომხმარებლებისა და ნარკოდილერების მიმართ, ავტომატურად მოახდენს ნარკოტიკული მედიკამენტების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ზოგჯერ პრევენციასაც კი. გარდა ამისა შემოსავალს გადაუკეტავს იმ შავი სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ მფარველობენ ამ ბიზნესს. შემოსული თანხის, თუნდაც მეოთხედი ისე თავისუფლად ეყოფა მეტადონის პროგრამის დახვეწას და გაიაფებას, რომ ნარკომანის გადაქცევა ყოფილ ნარკომანად არ იქნება იშვიათი შემთხვევა.
შეჯამების სახით ვიტყვი ,რომ სახელმწიფოსთვის ეს რთული მისიაა, თუმცა არა მიუღწეველი, მთავარია სახელმწიფოს კეთილი ნება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG