Accessibility links

logo-print

ბიზნესი პარლამენტს ”ეკონომიკურ დეკლარაციას” სთავაზობს


დავით უსუფაშვილის შეხვედრა „ბიზნეს ასოციაციის“ წევრებთან

დავით უსუფაშვილის შეხვედრა „ბიზნეს ასოციაციის“ წევრებთან

საქართველოში როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები ბევრს ლაპარაკობენ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე. სწორედ მას უკავშირდება ქვეყანაში ინვესტიციების ზრდა, ბიზნესის განვითარება, დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა და სხვა. ამ თემებზე სასაუბროდ მიმდინარე კვირაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ”ბიზნეს ასოციაციის” წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 12 მარტს „ბიზნეს ასოციაციის“ წევრებს შეხვდა. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კონკრეტული ინიციატივებიც გამოითქვა. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიზნესმენებს პარლამენტში შესულ თითოეულ კანონპროექტზე დასკვნის მომზადება შესთავაზა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ასოციაციის დარგობრივი კომისიები ოპერატიულად მიიღებენ პარლამენტის დარეგისტრირებულ კანონპროექტებს:

როგორც კი მოვახდინე დღგ-სთან დაკავშირებული ინიციატივის ინიცირება პარლამენტში, მაშინვე გადავუგზავნე „ბიზნეს ასოციაციას“ და ვთხოვე, რომ მათ თავიანთი პოზიცია მოეწოდებინათ. ჯერჯერობით არ მოუწოდებიათ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დიდხანს ველოდოთ...
”როგორც ჩვენ გვაქვს ვადა პროექტის განხილვის, ამ ვადაში, თუკი რამე მოსაზრება იქნება, იქნებ მოგვაწოდოთ ოპერატიულად”.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ნახსენები პრაქტიკა კონკრეტულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ამ დრომდეც მოქმედებდა. ამგვარი მუშაობის ერთი მაგალითი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს მოჰყავს - კერძოდ, მისი ინციატივის მიხედვით იცვლება იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის წესი:

”მე, მაგალითად, ეს ინიციატივა, დღგ-სთან დაკავშირებული, როგორც კი მოვახდინე ინიცირება პარლამენტში, მაშინვე გადავუგზავნე „ბიზნეს ასოციაციას“ და ვთხოვე, რომ მათ თავიანთი პოზიცია მოეწოდებინათ. ჯერჯერობით არ მოუწოდებიათ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დიდხანს ველოდოთ”.

დავით უსუფაშვილის შეხვედრა „ბიზნეს ასოციაციის“ წევრებთან

დავით უსუფაშვილის შეხვედრა „ბიზნეს ასოციაციის“ წევრებთან

პარლამენტარების და ბიზნესმენთა ნაწილის შეხვედრის მონაწილენი ამბობენ, რომ საკანონმდებლო თანამშრომლობა აუცილებელია - ეს ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო სტაბილურობის დამკვიდრებას. ამ მიზნის მისაღწევად ”ბიზნეს ასოციაცია” პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე „ეკონომიკური დეკლარაციის" მიღების ინიციატივით გამოვიდა. ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შემდეგნაირად განმარტა ბიზნესმენების წინადადების არსი:

„საქართველოს „ბიზნეს ასოციაციის“ შეთავაზებაა, რომ მოხდეს ერთობლივად ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ეკონომიკური დეკლარაციის მიღება. ეკონომიკური დეკლარაცია იქნება ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, რომელიც მოიცავს თამაშის წესებს".
შესაძლოა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს დეკლარაცია, შემდგომი მუშაობის შედეგად, იქცეს პარლამენტსა და „ბიზნეს ასოციაციას“ შორის ურთიერთობის საფუძვლადაც. როდესაც ამა თუ იმ კანონპროექტს ვიღებთ, ჩვენ ყველა კანონპროექტი გავატაროთ ამ დეკლარაციის ფილტრში...

გიორგი ჭირაქაძის მიერ ნახსენები დეკლარაცია წარმოადგენს იმ ფუძემდებლური პრინციპების ჩამონათვალს, რომელიც უნდა გახდეს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის, ბიზნესის მიმართ დამოკიდებულების საძირკველი და ბიზნესის გრძელვადიანი განვითარების, სტაბილური ბიზნესგარემოს გარანტი. ჯერჯერობით 12 პუნქტიანი ”ეკონომიკური დეკლარაცია” არ არის საჯარო და მხარეები მას სამუშაო დოკუმენტად განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ, ერთი შეხედვით, დეკლარაციის პრინციპები მოეწონა:

”შესაძლოა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს დეკლარაცია, შემდგომი მუშაობის შედეგად, იქცეს პარლამენტსა და „ბიზნეს ასოციაციას“ შორის ურთიერთობის საფუძვლადაც. როდესაც ამა თუ იმ კანონპროექტს ვიღებთ, ჩვენ ყველა კანონპროექტი გავატაროთ ამ დეკლარაციის ფილტრში. თუ საუბარია საკუთრების უფლების დაცვაზე, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იცავს საკუთრებას თუ რამე საფრთხეს უქმნის? ან თუ ვისწრაფით მცირე მთავრობისკენ, ანუ მინიმალური რეგულაციებისკენ, მაშინ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ამ პრინციპს ეხმიანება თუ მეტ ბიუროკრატიას ქმნის?”

არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ მოსაწესრიგებელია. პირველი არის ის, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელოთ გადასახადების შემცირება...
დავით უსუფაშვილს უფრო მეტი კონკრეტიკა არ შეუტანია ”ეკონომიკური დეკლარაციის” ინიციატივაზე საუბრისას. „ბიზნეს ასიაციაციის“ ოფიციალურ ვებსაიტზე კი აღნიშნულია, რომ შეხვედრაზევე შედგა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც „ბიზნეს ასოციაცია“ და საქართველოს პარლამენტი გააგრძელებენ მუშაობას და უახლოეს დღეებში დაიწყებენ „ეკონომიკური დეკლარაციის" მიღების პროცესისათვის მზადებას.

დეკლარაციის შინაარსზე მუშაობის პროცესის კონფიდენციალურობის გამო გაკვირვებას გამოთქვამენ სხვადასხვა ბიზნეს და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები. მათ შორისაა ” ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

”ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის ეს ფარული. თუ პარლამენტის თავჯდომარისთვის შეიძლება ამის ჩვენება, საზოგადოებისთვის რატომ არის დაფარული?”

გია ჯანდიერი

გია ჯანდიერი

გია ჯანდიერი ისეთი გადაწყვეტილებების მომხრეა, რომელიც ყველასთვის უფრო მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას შექმნის. მისი აზრით, ამ მიზნის მისაღწევად დასაძლევი პრობლემები დიდი ხანია ცნობილია:

”არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ მოსაწესრიგებელია.პირველი არის ის, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელოთ გადასახადების შემცირება. ცხადია, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისთვის. მეორე ის, რომ მე აუცილებლად გადავხედავდი საგადასახადო კოდექსს და სხვა კანონებს იმ კუთხით, რომ არღვევს თუ არა ის კონსტიტუციას”.

გია ჯანდიერი ასევე გამოყოფს იმ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესთან. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ისეთ ცვლილებებსაც კი ახორციელებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული. ევროკავშირთან დაახლოების პროცესის თანმდევი ბიზნესგამოწვევები „ბიზნეს ასოციაციის“ წევრებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზეც განიხილეს.
XS
SM
MD
LG