Accessibility links

logo-print

ხარკოვში ძალადობამ ორი ადამიანი შეიწირა


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავახოვი ადასტურებს, რომ ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხარკოვში პარასკევს ღამით სროლის შედეგად. ავახოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, რომ დაპირისპირების დროს ორივე მხარეს დააკავეს 30-მდე ადამიანი. დაღუპულთა ვინაობას არ ასახელებენ. ავახოვი იუწყება გამოძიების დაწყების შესახებ. ხარკოვში ძალადობამდე ერთი დღით ადრე ასევე აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში დაიღუპა ერთი და დაიჭრა რამდენიმე დემონსტრანტი. როგორც იუწყებიან, დაღუპულია 'აქციაზე უკრაინის მხარდასაჭერად მისული პირი.
XS
SM
MD
LG