Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ყირიმის უზენაესი საბჭოს დათხოვნას


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ყირიმის უზენაესი საბჭოს დათხოვნას. კიევში დეპუტატების დიდი უმრავლესობა - 278 პარლამენტარი - მიემხრო პარლამენტის დაშლას უკრაინის რეგიონში, სადაც 16 მარტისთვისაა დაგეგმილი რეფერენდუმი ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხზე. რეფერენდუმის გეგმა მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს უკრაინელ პარლამენტარებში, რომლებმაც შაბათს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს ამ საკითხზე. უკრაინის მთავრობას უკანონოდ აქვს გამოცხადებული ყირიმის რეფერენდუმი.
XS
SM
MD
LG