Accessibility links

პაკისტანში სასჯელი შეუმცირდა ექიმს, რომელიც მონაწილეობდა ბინ ლადენის მოძებნაში


პაკისტანში 10 წლით შეუმცირეს პატიმრობა შაკილ აფრიდის - ექიმს, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ს დაეხმარა 2011 წელს ოსამა ბინ-ლადენის მოძებნაში. შაკილ აფრიდის პაკისტანში 33 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2012 წელს - მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ისლამისტი ექსტრემისტებისთვის დახმარების გაწევასთან და პაკისტანის წინააღმდეგ ომის წარმოებასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. მაგრამ მისი მომხრეების აზრით, ექიმი გაასამართლეს როლისათვის, რომელიც მან, სავარაუდოდ, შეასრულა აშშ-ის დახმარებისას, ქალაქ აბატობადში ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დასადგენად. თავად აფრიდი უარყოფს, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს დაეხმარა ბინ ლადენის მოძებნაში. მისი ადვოკატები სასამართლო პროცესის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG