Accessibility links

logo-print

გიორგი თარგამაძე წყვეტს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას


გიორგი თარგამაძემ გააკეთა განცხადება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. თარგამაძემ შაბათს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თარგამაძემ მადლობა გადაუხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყველა წევრსა და მხარდამჭერს და აღნიშნა, რომ კვლავ აქტიურად გააგრძელებს საზოგადოებრივ საქმიანობას.
XS
SM
MD
LG