Accessibility links

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანგარიშით 22:9 დაამარცხა რუმინეთის გუნდი


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 22:9 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები. ევროპის ერთა თასის გათამაშების ბოლო, გადამწყვეტ მატჩში მოპოვებული ამ წარმატების შედეგად, საქართველოს გუნდს ტურნირში გამარჯვება ერგო. ევროპის ერთა თასთან ერთად, ქართველმა მორაგბეებმა ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვეს. გარდა ამისა, განისაზღვრა ბრიტანეთში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატში C და D ჯგუფებში მონაწილე გუნდები. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სასურველ C ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ეყოლება ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ტონგას ნაკრებები, ისევე როგორც აფრიკის კონტინენტის შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებული გუნდი. შაბათს თბილისში გამართულ მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას.
XS
SM
MD
LG