Accessibility links

logo-print

რუსეთმა ვეტოთი დაბლოკა უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუცია


რუსეთმა ვეტოთი დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც უკანონოდ გამოაცხადებდა უკრაინის კუთვნილ ყირიმში კვირისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგს და მთავრობებს მოუწოდებდა, არ აღიარონ უკრაინისაგან ყირიმის ჩამოშორება. გაეროს უშიშროების საბჭოში შაბათს ჩატარებული კენჭისყრისას, ჩინეთმა თავი შეიკავა, ხოლო უშიშროების საბჭოს ყველა დანარჩენმა, 13-ვე წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას. გაეროში აშშ-ის ელჩის, სამანტა პაუერის განცხადებით, რუსეთმა - "იზოლირებულმა, მარტომ და არასწორ მხარეზე მდგომმა" - რეზოლუციის დამტკიცება დაბლოკა ისევე, როგორც დაბლოკა უკრაინის გემები და უცხოელი მეთვალყურეები. „გაეროს ქარტიით, რუსეთის ფედერაციას აქვს ძალა, ვეტო დაადოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, მაგრამ არა აქვს ძალა, ვეტო დაადოს სიმართლეს“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა.
XS
SM
MD
LG