Accessibility links

logo-print

უკრაინა აპროტესტებს რუსეთის შეჭრას ყირიმის ჩრდილოეთით, 10-მდე კილომეტრში


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „ძლიერ და კატეგორიულ პროტესტს“ გამოთქვამს ყირიმის ჩრდილოეთით, 10-მდე კილომეტრში რუსი ჯარისკაცების შეჭრის გამო. სამინისტროს ცნობით, „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების“ 80-მდე ჯარისკაცმა შაბათს აიღო ხერსონის რაიონში მდებარე სოფელი სტრილკოვე. უკრაინის საგარეო უწყება ამ მოქმედებას უწოდებს უკრაინის ტერიტორიაზე „ინტერვენციას“ და რუსეთისაგან მოითხოვს სტრელკოვედან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას. უკრაინის სასაზღვრო ძალების პრესმდივანმა ოლეგ სლობოდანმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტიდ პრესს“, რომ სტრილკოვეში 120-მდე რუსმა ჯარისკაცმა დაამყარა კონტროლი გაზის გამანაწილებელ სადგურზე. უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედების შესახებ ამ ინფორმაციაზე გამოხმაურებისას, გაეროში აშშ-ის ელჩმა, სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს კრიზისის „აღმაშფოთებელ ესკალაციასთან“.
XS
SM
MD
LG