Accessibility links

logo-print

ერდოანი: გარდაცვლილი მოზარდი „ტერორისტული“ ჯგუფის წევრი იყო


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიმ ერდოანმა განაცხადა, რომ 14 წლის ბიჭი, რომელიც ამ კვირაში გარდაიცვალა ზაფხულში დემონსტრაციაზე მიღებული ჭრილობის შედეგად, „ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრი იყო. ოთხშაბათს 14 წლის ბერკინ ელვანის დაკრძალვას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თურქეთის რამდენიმე ქალაქში. ზოგან - სტამბულსა და ანკარაში - დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. აქციების ბევრ მონაწილეს ხელში პური ეჭირა სოლიდარობის ნიშნად, რადგან, ცნობების თანახმად, ბერკინ ელკანი პურის საყიდლად იყო სახლიდან გასული, როცა, გარეთ მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაზე, თავში მოხვდა ცრემლმდენი გაზის კანისტრა.
XS
SM
MD
LG