Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი: ავღანეთს არ სჭირდება ამერიკელი ჯარისკაცები


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პარლამენტში თავისი ბოლო მიმართვისას განაცხადა, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებს შეუძლიათ წესრიგის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, შეერთებულ შტატებს შეუძლია, გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო კონტინგენტი. კარზაის თქმით, ავღანეთის შეიარაღებული ძალები უკვე იცავენ ქვეყნის 93%-ს და მზად არიან, მთლიანად იკისრონ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა წელს ავღანეთიდან უცხოელი სამხედროების გასვლის შემდეგ. ავღანეთში მომავალ თვეში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რის შემდეგაც კარზაი, რახან პრეზიდენტობის მეორე ვადაც ამოეწურა, ამ პოსტიდან გადადგება. მან შაბათს პარლამენტში გამოსვლისას დაადასტურა, რომ არ აპირებს აშშ-თან ხელი მოაწეროს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც შექმნიდან სამართლებრივ საფუძვლებს 2014 წლის შემდეგ ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცების მცირე ნაწილის დასარჩენად. ავღანეთის პრეზიდენტობის 10-ვე კანდიდატი აცხადებს, რომ ხელს მოაწერს ასეთ შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG