Accessibility links

logo-print

მალაიზია: 25 ქვეყანა მონაწილეობს დაკარგული თვითმფრინავის ძებნაში


მალაიზიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 25 ქვეყანა მონაწილეობს მალაიზიის ავიაკომპანიის დაკარგული თვითმფრინავის ძებნაში. თვითმფრინავი, ბორტზე 239 ადამიანით, ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დაიკარგა. ოფიციალურმა პირებმა დღეს უთხრეს ჟურნალისტებს, რომ ქვეყნებს შორის, რომლებსაც დახმარება სთხოვეს, არიან ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი, საფრანგეთი და აშშ. ამასთან, შემოწმებულია ინფორმაცია „ბოინგ 777“ ტიპის ამ თვითმფრინავში მყოფი ყველა პირის შესახებ. პოლიციამ გაჩხრიკა ორი პილოტის ბინები. შაბათს მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ რაზაკმა განაცხადა, რომ ხელთ აქვთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რეისს განზრახ შეუცვალეს ფრენის მიმართულება, რის შემდეგაც მან კიდევ რამდენიმე საათი იფრინა.
XS
SM
MD
LG