Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება


სერბიაში მიმდინარეობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 6,7 მილიონამდე ამომრჩეველს ეძლევა საშუალება, განსაზღვროს 250 პარლამენტარის ვინაობა. ვადამდელი არჩევნები მმართველი პოლიტიკური ძალის, სერბიის პროგრესული პარტიის ინიციატივით დაინიშნა და, მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს პარტია მიიღებს ძლიერ მხარდაჭერას. მისი პოპულარობის მატების მიზეზად მიჩნეულია ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება. „პროგრესული პარტია“ ვადამდელ არჩევნებს უკავშირებს იმედს, რომ უფრო ძლიერ მანდატს მოიპოვებს კორუფციის წინააღმდეგ კამპანიის და სხვა რეფორმების განსახორციელებლად. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მხარდაჭერის მხრივ, მეორე ადგილზე არიან მმართველ კოალიციაში შემავალი სოციალისტები. საარჩევნო კამპანიის მთავარი თემაა სერბიის სუსტი ეკონომიკა.
XS
SM
MD
LG