Accessibility links

logo-print

პაკისტანში ბრბომ ცეცხლი წაუკიდა ინდუისტურ ცენტრს


პაკისტანში ბრბომ ცეცხლი წაუკიდა ინდუისტურ ცენტრს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ინდუისტმა მამაკაცმა ყურანი შეურაცხჰყო. ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ლარკანაში. პოლიციამ ზომებს მიმართა ინდუისტების დასაცავად და ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც იუწყებიან, 200-მდე ადამიანი შეიჭრა ინდუისტურ ცენტრში, რომელიც ინდუისტური ტაძრის გვერდით მდებარეობს. ხანძარმა ცენტრი დააზიანა. პაკისტანში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სუნიტი მუსლიმები შეადგენენ, ხშირია ძალადობა, გამოწვეული ყურანის შეურაცხყოფის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG