Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში მყოფი ჯარისკაცები მოინახულა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. ამის შესახებ ნათქვამია კვირას გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმადაც საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, შაბათს იმყოფებოდა ავღანეთში. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტარის, ირაკლი სესიაშვილისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჰელმანდის პროვინციაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, პატივი მიაგეს მემორიალს და გაეცნენ ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობას.
XS
SM
MD
LG