Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში საარჩევნო უბნები დაიხურა


ყირიმში საარჩევნო უბნები დაიხურა - დასრულდა კენჭისყრა რეგიონის უკრაინისაგან გამოყოფისა და რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ფარგლებში. ეგზიტპოლების თანახმად, რეფერენდუმის მონაწილეთა 93% მიემხრო რუსეთთან ყირიმის მიერთებას. ყირიმის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მიხაილ მალიშევმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ სიმფეროპოლში უთხრა ჟურნალისტებს, რომ რეფერენდუმი შედგა: „კომისიაში არ შესულა საჩივრები - არც საუბნო და არც ცენტრალურ კომისიებში - რეფერენდუმის პროცესის შესახებ. ამჟამად საუბნო კომისიებს დაწყებული აქვთ რეფერენდუმის შედეგების დათვლა და მსურს ყველას გაუწყოთ, რომ ყირიმის რეფერენდუმი შედგა“. შეერთებული შტატები არ ცნობს კენჭისყრას, რომელმაც, მისი განცხადებით, რუსი სამხედროების მუქარითა და დაშინებით ჩაიარა.
XS
SM
MD
LG