Accessibility links

პრორუსული აქციები გაიმართა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში


ყირიმში რეფერენდუმის ფონზე, პრორუსული დემონსტრაციები გაიმართა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ქალაქებში. დონეცკში 5000-მდე ადამიანი შეუერთდა სვლას, რომლის მონაწილეებმაც რამდენიმე შენობა დააზიანეს - ჩაამსხვრიეს კარ-ფანჯარა. ისინი პროკურატურასთან შეიკრიბნენ და მოითხოვეს თვითგამოცხადებული გუბერნატორის - მოსკოვის მხარდამჭერი პაველ გუბარევის გათავისუფლება. ის მიმდინარე თვეში დააკავეს უკრაინის კანონიერი ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებისათვის. ხარკოვში მოსკოვის მომხრე აქტივისტები შეიჭრნენ უკრაინული კულტურის ცენტრში, ქუჩაში გაიტანეს უკრაინული წიგნები და მათ ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა ოდესაშიც. ხოლო ლუგანსკსა და ნიკოლაევში ჩატარდა სახელდახელო „რეფერენდუმები“, რომლებიც ეხმიანება რეფერენდუმს ყირიმში.
XS
SM
MD
LG