Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს ყირიმის რეფერენდუმს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში გამართულ რეფერენდუმს, რომელიც ყირიმში რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით შედგა -აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა წარმოადგენს როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღირებული საზღვრების ფარგლებში და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საწყის პოზიციებზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არსებული მდგომარეობის გადაჭრის გზების მოძიების საკითხში“, - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG