Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს


რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს რეფერენდუმს, რომელიც არღვევს უკრაინის კონსტიტუციას და რუსული სამხედრო ინტერვენციის პირობებში ტარდება. ობამას თანახმად, რუსეთის ქმედებები არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აამოქმედოს. ობამას თქმით, სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიების ინტერვენციას განაგრძობენ და რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება უკრაინის საზღვრის გასწვრივ დაძაბულობას ართულებს, პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა შეუძლებელია. ობამა-პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ორი სახელმწიფოს ლიდერმა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა განაცხადა, რომ უკრაინაში ვითარების სტაბილიზების მიზნით აუცილებელია ერთობლივი გზები გამოინახოს.
XS
SM
MD
LG