Accessibility links

logo-print

ყირიმის რეფერენდუმი: მოსახლეობის 96,6 პროცენტი ემხრობა რუსეთთან მიერთებას


ყირიმის რუსეთთან მიერთებას, ბოლო არაოფიციალური მონაცემების თანახმად, მოსახლეობის 96,6 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ტელეკომპანია „კრიმთან“ რეფერენდუმის კომისიის თავმჯდომარემ მიხაილ მალიშევმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მონაცემებში არ შედის სევასტოპოლის შედეგები. საბოლოო შედეგები კი დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ოფიციალური კიევი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები რეფერენდუმს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ. რუსეთი მას ლეგიტიმურად აღიარებს. რუსეთის დუმა აპირებს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში მიიღოს.
XS
SM
MD
LG