Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა 40 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა


ორშაბათს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ ტურჩინოვის დეკრეტი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 40 ათასი რეზერვისტის ნაწილობრივ მობილიზებას ითვალისწინებს. აქედან 20 ათასი ჩაირიცხება შეიარაღებულ ძალებში, 20 ათასი კაცი - ეროვნულ გვარდიაში. როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიმ განაცხადა, მობილიზაციის დროს მთავარი აქცენტი თადარიგში მყოფ სამხედრო სპეციალისტებზე გაკეთდება. მობილიზაცია გავრცელდება ყირიმზეც, რომელმაც 16 მარტის რეფერენდუმზე მხარი რუსეთთან გაერთიანებას დაუჭირა. თუმცა, უკრაინის სხვა რაიონებისაგან განსხვავებით, ყირიმში მობილიზაცია ნებაყოფლობითი იქნება და არა სავალდებულო.
XS
SM
MD
LG