Accessibility links

logo-print

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთში იმყოფება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე გიგა ბუკია სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან. 17 მარტს შეხვედრები გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილესთან პრშემისლ სობოტკასთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრებთან. ვიზიტის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე გიგა ბუკია ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს იან ჰამაჩეკს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG